ხატია დეკანოიძე - თუ ზურაბიშვილი გადაწყვეტს პოლიტიკაში შემოსვლას, რაიმე პლატფორმის მხარდაჭერას ან ახლის შექმნას, ეს საინტერესო იქნება

თუ ზურაბიშვილი გადაწყვეტს რაიმე პლატფორმის მხარდაჭერას ან ახლის შექმნას, ეს საინტერესო იქნება - სააკაშვილის გათავისუფლება გამბედავი გადაწყვეტილება იქნება მისი მხრიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, თუმცა, თუ მან პოზიცია შეცვალა ეს გამოჩნდება. ამასთან დეკანოიძე აღნიშნავს, რომ არ აქვს ინფორმაცია როგორია პრეზიდენტის სამომავლო გეგმები მის პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებით.

„როგორი იქნება და როგორია მისი მოსაზრებები ვერ გეტყვით, გარდა იმისა, რაც საჯაროდ განაცხადა. თუმცა, ვფიქრობ, თუ იგი გადაწყვეტს პოლიტიკაში შემოსვლას, რაიმე პლატფორმის მხარდაჭერას ან ახლის შექმნას, ეს საინტერესო იქნება ქართულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, როცა პრაქტიკულად გვაქვს არჩევანი მომავალს, ევროკავშირს და იმ მდგომარეობას შორის, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, ამიტომ დაველოდოთ.

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა. მე ვფიქრობ, თუ ქვეყანას სურს ნამდვილად ევროპული მომავალი, მაშინ პრეზიდენტების გასამართლება და ციხეში ყოფნა გაცილებით მძიმე მართლმსაჯულების სისტემით, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ძალიან ცუდი და მძიმე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არასდროს განუცხადებია და ის არ აკეთებს კომენტარს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ამბობს, რომ ვინმეს იწყალებს. რაც შეეხება არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ასეთ შემთხვევაში, ყველაფერს განიხილავს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო