ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში მშვიდობა დადგება მაშინ, როცა რუსეთი სპეცოპერაციის მიზნებს მიაღწევს, ეს მიზნები არ შეცვლილა

ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში მშვიდობა დადგება მაშინ, როცა რუსეთი სპეცოპერაციის მიზნებს მიაღწევს, ეს მიზნები არ შეცვლილა

უკრაინაში მშვიდობა დადგება მაშინ, როცა რუსეთი სპეცოპერაციის მიზნებს მიაღწევს, ეს მიზნები არ შეცვლილა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მშვიდობა იქნება, როცა ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს. ეს მიზნები არ იცვლება", - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის მიზნები ითვალისწინებს უკრაინის „დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას და მის ნეიტრალურ სტატუსს.“