York Holding Group-ი წიგნის „კვარას საქართველოს“ მხარდამჭერია

ინვესტიციების მართვის საერთაშორისო ჰოლდინგი York Holding Group-ი წიგნის „კვარას საქართველოს“ მხარდამჭერია, წიგნი ამ დროისთვის იტალიურ ენაზე ითარგმნება.

წიგნი, რომლის ავტორის გიორგი კეკელიძეა, ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას განვლილ გზასა და მის ქვეყანაზე - საქართველოზე გვიამბობს.

აღსანიშნავია, რომ York Holding Group-ი წარმოადგენს მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიას, რომელიც თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში აქტიურადაა ჩართული საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობებისა და ღონისძიებების მხარდაჭერაში.

ხვიჩა კვარაცხელია 2001 წელს დაიბადა. ქართველი ფეხბურთელი ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველია. კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელია, Transfermarkt.com-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მლნ ევროს შეადგენს, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 60 მლნ ევრო იყო. უდიდეს წარმატებას კი ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა თავისი შრომისმოყვარეობით და ნიჭის სიმბიოზით მიაღწია.

როგორც York Holding Group-ში აცხადებენ, წიგნი გვიამბობს ხვიჩას გზას წარმატებისკენ.

„კვარას საქართველო“ გვიამბობს წარმატებისთვის განვლილ გრძელ გზაზე, რომელიც სირთულეებთან ერთად თავგადასავლებით და საქმის სიყვარულითაა სავსე. აქ მოვისმენთ ისტორიას ქართველ ხალხზე, ხალხზე პატარა ქვეყნიდან, რომელსაც მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში უწევდა ბრძოლა წინსვლისთვის და არსებობისთვის და ამის ფონზე მაინც ახერხებდა ლაღი განწყობის შენარჩუნებას, არ კარგავდა ღირსებას, რომელსაც ადგილობრივებში დღესაც მკაფიოდ ვხედავთ.

მიზნის ერთგულება, საქმის სიყვარული, შრომისმოყვარეობა, ინდივიდუალიზმი - ეს ფასეულობები ჩვენი კომპანიის მამოძრავებელი ძალაა და გვიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავით სპონსორები ამ მნიშვნელოვანი პროექტის, რომელიც არის ქართული სულის ზეიმი და ამასთან ხაზს უსვამს დაუღალავი შრომის და მიზნის ერთგულების ძალას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“, - აცხადებენ York Holding Group-ში.

„ეს წიგნი ხვიჩას დღევანდელ მნიშვნელოვან სახელზე დაყრდნობით საქართველოს შესახებ იტალიელებისთვის ცოტა რამის თქმის მიზეზით დაიწერა და სასიამოვნოა, რომ საქართველოშიც ეროვნულ ბესტსელერად იქცა. ყველა უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუსას - ისინიც ინტერესდებიან და მეც ვპასუხობ, რომ ფრაგმენტულად ჩვენს ქვეყანაზეა ეს ტექსტი, მის კუთხეებზე, ადამიანებზე, კულტურაზე, ფეხბურთზე, ოკუპაციაზე და აუცილებელ ადგილზე ევროპაში. ვფიქრობ, ამ აზრით გარკვეულ როლს მაინც ითამაშებს“, - ამბობს წიგნის ავტორი, გიორგი კეკელიძე.

ცნობისათვის, York Holding Group წარმოადგენს ინვესტიციების მართვის საერთაშორისო ჰოლდინგს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილია, საინვესტიციო, უძრავი ქონების დეველოპერული, სამშენებლო და უძრავი ქონების მართვის კომპანიებით. კომპანია წარმოდგენილია 3 კონტინენტზე, 9 ქვეყანაში, სათაო ოფისით საქართველოში.

(R)

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი