ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს უნიკალური მდებარეობა შუა დერეფანს როგორც რეგიონულ ლოგისტიკურ და სატრანზიტო ჰაბს, მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის კვირეული ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ევრაზიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროების გამოწვევებს და მათი გადაჭრის საკითხებს მიეძღვნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

თავის სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, საქართველოს უნიკალური მდებარეობა შუა დერეფანს როგორც რეგიონულ ლოგისტიკურ და სატრანზიტო ჰაბს, მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.

მისივე თქმით, ბოლო დროს შუა დერეფანი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სატრანსპორტო მარშრუტებს შორის. მაგალითად, 2022 წელს საგზაო, რკინიგზისა და ავიაციის გზით გადაზიდული ტვირთის რაოდენობა თითქმის 19%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს.

„ჩვენ მტკიცე სურვილი გვაქვს, რომ შუა დერეფანი ვაქციოთ ეფექტურ ალტერნატიულ მარშრუტად და გვჯერა, რომ მჭიდრო თანამშრომლობით, ეს მიზანი უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა მასშტაბურ პროექტებზე, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდიან საქართველოსა და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. მათ შორის, ირაკლი ნადარეიშვილმა დაასახელა ანაკლიის ღრმა ზღვის პორტის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის პორტის მინიმალური სიმძლავრე 650,000 TEU იყოს. მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს საზღვაო შესაძლებლობებს. მინისტრის მოადგილემ ასევე დაასახელა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის, რკინიგზის მოდერნიზაციის, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის, აგრეთვე შავი ზღვის წყალქვეშ პროექტები.

შუა დერეფნის პოტენციალის განხილვისას, მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით გაწეულ საქმიანობაზე. მათ შორის, აზერბაიჯანსა და ყაზახეთთან ერთად ერთიანი სარკინიგზო ოპერატორის შექმნის საკითხზე, საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი რეგულარული საბორნე მიმოსვლაზე და სხვ.

„ჩვენ ინტენსიურად განვიხილავთ ციფრულ ინტეგრაციას, რადგან ის ქმნის ინოვაციურ გზებს თანამშრომლობისთვის - ციფრული პლატფორმები მოქნილს ხდის პროცესებს, საშუალებას აძლევს რეალურ დროში თვალყურის დევნებას, უფრო მარტივ განბაჟებას და ეფექტურ ლოგისტიკას, რაც ვაჭრობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე