პრემიერი - მადლობელი ვარ ევროკავშირის ლიდერების საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის - ერთგულნი ვრჩებით და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

მადლობელი ვარ ევროკავშირის ლიდერების საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა! მადლობელი ვარ შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ერთგულნი ვრჩებით და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, - წერს ღარიბაშვილი.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა