შალვა პაპუაშვილი - ეს  არის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველომ დამსახურებულად, თავისი შრომით, თავისი ბრძოლით მიიღო - ქვეყანამ შესაძლებლობის ფანჯარა გამოიყენა, ახლა წინ არის მუშაობა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს მოქალაქეებს სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველომ დამსახურებულად თავისი შრომით, თავისი ბრძოლით მიიღო.

„მინდა ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ჩამოაყალიბეს სახელმწიფო, რომელიც სწორედ ევროპული კავშირის წევრობის კანდიდატობის ღირსია და ასევე ევროპის ღირსიც არის. მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ საქართველო არის საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების გარანტორი და ამ მხრივ, ერთი დიდი ოჯახის წევრი. მინდა მივულოცო თითოეულ ქართველს, რომელიც მუშაობს, რომელიც თავის სფეროში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო კარგი და ამით შესაძლებელი გახადა დღევანდელი გადაწყვეტილება. ჩვენ დღეს ვიმკით იმ შრომის შედეგებს, რომელსაც მათ შორის, ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურები ეწეოდნენ იმისთვის, რომ ევროპულ საბჭოს ჰქონოდა ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, კერძოდ გადაწყვეტილებისა, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ძალიან მიხარია, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით.

ასევე, მინდა მივულოცო უკრაინას და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. საერთო ჯამში, მოლოდინი სრულად გაამართლა ევროპული საბჭოს სხდომამ და პირველივე დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება ეს საქართველო, უკრაინა მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, რომ ევროკავშირი ძალიან მკაფიოდ დგას გაფართოების გზაზე. ეს ის გზაა, რომელსაც საქართველო ახლა უკვე საბოლოოდ შეუდგა, რომელზეც საბოლოოდ აქვს დასტური ევროკავშირისგან. მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება დღეს უკვე მიღებულია. ის ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარა, რომელზეც იყო საუბარი, სწორედ ეს ფანჯარა საქართველომ უკვე გამოიყენა. ახლა, წინ არის მუშაობა, რომელიც ბევრი ეტაპისგან შედგება და საქართველოს მოსახლეობა მინდა დავარწმუნო, რომ საქართველოს ხელისუფლება ასევე წარმატებული იქნება ყველა ამ ეტაპის გავლაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა