შარლ მიშელი ადასტურებს, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაბლოკა - ევროკავშირი საკითხს მომავალი წლის დასაწყისში სპეციალურ სამიტზე განიხილავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს არ მისცა საშუალება, მიეღო საბიუჯეტო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისთვის დახმარების საშუალოვადიან პროგრამას მოიცავს, - ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან საუბარში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ დაადასტურა.

მისი განმარტებით, განხილვის თემა მხოლოდ უკრაინის დაფინანსება არ ყოფილა და ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზეს „მეგაპაკეტის“ მიღება, რომელიც მოიცავდა დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად, მიგრაციის პროგრამების ხარჯებს და ევროკავშირის სოლიდარობის ფონდისა და თავდაცვის დაფინანსებას.

„ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი სახელმწიფო ვერ დათანხმდა. ამ „მეგაპაკეტს“ დათანხმდა დანარჩენი 26 ლიდერი, მათ შორის შვედეთიც, რომლის პრემიერ-მინისტრმა, შიდა პროცედურების შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პარლამენტთან უნდა განიხილოს“, - განაცხადა მიშელმა.

კითხვაზე, იყო თუ არა ვიქტორ ორბანი ევროკავშირის 27-ე ლიდერი, რომელიც არ დაეთანხმა „მეგაპაკეტის“ მიღებას, შარლ მიშელმა უპასუხა: „ვფიქრობ, თქვენ ძალიან ინფორმირებული ხართ, როგორი იყო ჩვენი დებატების ხასიათი“.

ამასთან, მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, „მეგაპაკეტი“ არ იქნა უარყოფილი, არამედ მისი მიღება გადაიდო და რომ ლიდერები შეთანხმდნენ საგანგებო სამიტზე, რომელიც ამ საკითხს დაეთმობა.

„ამ საკითხს მომავალი წლის დასაწყისშივე დავუბრუნდებით და ვეცდებით ერთსულოვნებას მივაღწიოთ, რომ ამ მეგაპაკეტის განხორციელება შესაძლებელი გახდეს“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ