მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურ ეპოქაში ვცხოვრობთ, ელექტრონული კომეციის პლატფორმების უმეტესობა კვლავ იბრძვის მათ პლატფორმაზე აქციების, ნაშთებისა და ფასების შესახებ სავაჭრო კომპანიებისგან დროული და ზუსტი ინფორმაციის მისაღებად
ყველაზე პოპულარულ ციფრულ სავაჭრო პლატფორმებსა და პროგრამა ბალანსის შორის ინტეგრაციამ გადაჭრა მცირე და საშუალო კომპანიებისა და ელექტრონული კომერციის პლატფორმების ადმინისტატორებისთვის საკმაოდ მტკივნეული პრობლემა - მარაგების მენეჯმენტი: პროგრამა ბალანსიდან ინფორმაცია - პროდუქტის დასახელებები, აქციის ნაშთები და ფასები რეალურ დროში შეიცვლება.
კომპანიები ყიდიან ელექტრონული კომერციის პლატფორმის მიღმაც, შესაბამისად, მათ უწევთ მუდმივად ცვალებადი ნაშთები ექსელის დოკუმენტით, ხშირად დღეში რამდენჯერმე გადააწერონ. გარდა იმისა, რომ დიდი უხერხულობაა, ის ზრდის არასწორი ინფორმაციის გამოტანის შანსს ვებსაიტზე. უკმაყოფილო მომხმარებელი ყველას დანაკარგია.
ინტეგრაციის განხორციელების შემდეგ, კომპანიები, რომლებიც იყენებენ პროგრამა ბალანსს, რეალურ დროში შეძლებენ გაცვალონ ინფორმაცია ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმებთან შესყიდვების, რეზერვების, ფასებისა და ნაშთების შესახებ. მეორეს მხრივ, ელექტრონული კომერციის პლატფორმები მიიღებენ სწორ ინფორმაციას ამ კომპანიებისგან უწყვეტი ელექტრონული ვაჭრობისთვის.
როგროც იცით, პანდემიამ დიდი გავლენა იქონია ონლაინ ვაჭრობაზე საქართველოში: მომხმარებლების სავაჭრო ქცევა ონლაინ პლატფორმებზე გადავიდა და რითეილერებს მოუწიათ ციფრულ სამყაროში გამოჩენა. რადგანაც საკუთარი იკომერს პლატფორმის ქონა კომპანიისთვის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ბევრი მათგანი იყენებს სხვადასხვა პლატფორმებს.
ბალანსი მცირე და საშუალო კომპანიებს მხარს 2004 წლიდან უჭერს. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო, რომ კომპანიებისთვის გაგვემარტივებინა იკომერს პლატფორმებზე მუშაობა.
Usaid - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული ინტეგრაციის ფარგლებში, კომპანიებს უკვე აქვთ საშუალება:
- რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია პროდუქტის დასახელებაზე, ნაშთებსა თუ პროდუქციის ფასზე
- დაზოგონ ადამიანური რესურსი: თუკი მანამდე კომპანიას სჭირდებოდა კადრის გამოყოფა საიტზე ინფორმაციის ასატვირთად, ახლა ავტომატურად მოხდება ისეთი ინფორმაციის შეყვანა, როგორიცაა პროდუქტის დასახელება, კოდი, რაოდენობა...
- თავიდან აირიდონ მექანიკურად დაშვებული შეცდომების რისკი: პროდუქციის შესახებ ინფორმაციის საიტზე ატვირთვა ავტომატურად მოხდება
- ბალანსში დაკორექტირებული პროდუქციის ფასი, ავტომატურად ასახონ ონლაინ მაღაზიაშიც
- ასევე, გამიჯნონ გაცვლის პარამეტრები სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებისთვის - აირჩევენ რომელი პროდუქციის ინფორმაცია აისახოს შერჩეულ ონლაინ მაღაზიაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც ინტეგრაციის ფარგლებში მოვახერხეთ, არის ის, რომ მაღაზიაში გაყიდული პროდუქცია მყისიერად აისახება საიტზე. აღარ არის საჭირო პერიოდულად ექსელის ფაილებით საიტზე ნაშთების გადაწერა. რაც, რაღა თქმა უნდა, თავიდან აგვარიდებს როგორც ნულოვანი ნაშთების ონლაინ რეალიზაციას, ასევე დაგვიზოგავს უამრავ დროსა და ენერგიას.
ამ ეტაპზე, ინტეგრაცია წარმატებით განხორციელდა Vendoo-სა და B2C.GE -ს პლატფორმებს შორის.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
(R)