კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს - მადლობას თქვენც იმსახურებთ, რადგან ცილისმწამებლური განცხადებებით, მოსახლეობას სწორი გადაწყვეტილებების გამოტანაში ეხმარებით

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას უწყების თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქალაქში გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, თუმცა, მათ მოსაგვარებლად მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„არის თუ არა საკმარისი სამუშაო, რაც ამ ერთ წელიწადში გავწიეთ? რა თქმა უნდა, არა. ქალაქი ყოველწლიურად იზრდება და იმატებს გამოწვევებიც. ასე რომ, სურვილი ზოგჯერ აჭარბებს შესაძლებლობებს. ხშირია პრობლემები, რომლის წინაშეც სრულიად დაუგეგმავად შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუმცა მინდა, თბილისელებს სრულიად გულწრფელად ვუთხრა ერთი რამ - ათასჯერ უფრო ბედნიერი ვართ, როდესაც თქვენი საცხოვრებელი პირობები უმჯობესდება, როდესაც ვახერხებთ ხელი შეგიწყოთ სწავლასა თუ ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, გადაგიჭრათ წლობით მოუგვარებელი პრობლემები; როდესაც იგება გზები, ქალაქს ემატება ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რეაბილიტირდება შენობები, ლამაზდება ქალაქი. არავის ისე არ ახარებს ეს სიახლეები, როგორც ჩვენ. ამ ყველაფრის უკან კი დგას თბილისის მუნიციპალიტეტის დიდი გუნდის ყოველდღიური, 24-საათიანი შრომა. მინდა, თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე, მადლობა გადაუხადა საკრებულოს წევრებს, მათ შორის, ოპოზიციონერ დეპუტატებს, „რომლებიც თავიანთი განცხადებებით, საზოგადოებას სწორი დასკვნების გამოტანაში ეხმარებიან”.

„მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს საკრებულოში, უმრავლესობის წარმომადგენლებს. სწორედ თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს საშუალებას, ღირსეულად ვემსახუროთ ქალაქს, გავუმკლავდეთ გამოწვევებს და განვახორციელოთ ბევრი სასიკეთო პროექტი. ვფიქრობ, თქვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკრებულოში, ასევე იმსახურებთ მადლობას, რადგან მართალია უმეტესად უსაფუძვლო, სპეკულაციებითა და ცილისწამებით გაჯერებული განცხადებები გვესმის თქვენგან, მაგრამ ამით სწორედ თქვენ ეხმარებით მოსახლეობას სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებების თუ დასკვნების გამოტანაში. არჩევნებზეც შედეგი სახეზეა - მომდევნო წლების განმავლობაში ეს ასე იქნება და ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა თბილისელებსაც გადაუხადა და დღეს, 20:00 საათზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ დაპატიჟა.

„დიდი მადლობა ჩვენს თბილისელებს, რომელთა მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა გვაძლევს სტიმულს და გარანტიას, რომ მომავალი 2024 წელი იყოს ბევრად მეტი სასიკეთო ცვლილებების მომტანი დედაქალაქისთვის. ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობაა, სადაც შესაძლებელია ერთმანეთს გავუზიაროთ კეთილი სურვილები. გელოდებით ყველას დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ, ერთად ავანთოთ მთავარი ნაძვის ხე და ვუსურვოთ ევროპული მომავალი ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს