„თიბისი“ - „ერთგული“ მომხმარებელს საახალწლო აქციებს სთავაზობს

„თიბისის“ ლოიალობის პროგრამა „ერთგული“ ზუსტად 1 თვის წინ განახლდა და მომხმარებლები უკვე „თიბისის“ ნებისმიერი ბარათით გადახდისას აგროვებენ ერთგულ ქულებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ქულები გროვდება ყველგან, სადაც „თიბისის“ პოს ტერმინალია, ხოლო „თიბისის“ 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში მომხმარებლები, ყოველ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას აგროვებენ.

„წინასაახალწლოდ მომხმარებლები გულმოდგინედ არჩევენ ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს, რაც ერთგულმაც გაითვალისწინა და მათ მოლოდინებს სპეციალური საახალწლო შეთავაზებებით უპასუხა.

9 ტოპ შეთავაზება მომხმარებელს სოციალურ მედიაში, „ერთგულის“ „ფეისბუქ“ და ინსტაგრამ გვერდზე დახვდება. შეთავაზებები ვრცელდება, როგორც სადებეტო, ისე - საკრედიტო ბარათებზე. აღნიშნული შეთავაზებებით შესაძლებელია მეტი ერთგული ქულის დაგროვება საყვარელ ობიექტებში შოპინგისას, ან ქულების დახარჯვა სპეციალური ფასდაკლებით.

საახალწლო შეთავაზებების პარალელურად, ციფრულ ბანკში მომხმარებლებს ერთგულის თამაში - გულების მარათონი ელოდება. თამაშში მონაწილეებს განხორციელებული ტრანზაქციების სანაცვლოდ, ერთგული 10-იდან 1000-ამდე ერთგული ქულის და 4 მთავარი ფულადი პრიზის — 20 000 ლარის მოპოვება შეუძლიათ“,- აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს