კახა კალაძე - ასე ვაპირებთ მომავალშიც, მყარად, ორ ფეხზე დგომას - გვინდა ევროპა, მაგრამ ისე არა, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას, მიგვითითოს, ქვეყანა გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის - ევროპა გვინდა ღირსებით, თავაწეულებს

დღეს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღო, ეს ქართველი ხალხის და იმ გუნდის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია, ესაა რეალობა და მწარე სიმართლე - სამარცხვინოები ხართ! - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ლილე ლიპარტელიანს საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.

კალაძის თქმით, ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ბევრი შრომა მოუწია, რა დროსაც „კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ბრიუსელში დარბოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქვეყანას როგორმე სტატუსი არ მიეღო“.

„სტატუსთან დაკავშირებით ყველა გახარებული ვართ. ბევრი შრომა, მუშაობა მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დარბოდნენ ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებდნენ, რათა როგორმე ქვეყანას სტატუსი არ მიეღო. როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა და შენი ხალხი ისე, რომ ასეთ რაღაცებს კადრულობდე. შეიძლება რაღაცაში თანხვედრაში არ იყო ხელისუფლებასთან, რაღაც არ მოგწონდეს და ხელისუფლება გძულდეს, მაგრამ როდესაც საუბარია შენი ქვეყნის მომავალზე, ევროინტეგრაციაზე, შენ პოლიტიკოსი გქვია და დადიხარ ბრიუსელში, რომ როგორმე ქვეყანას ხელი შეუშალო ამ რთულ გზაზე, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც მსოფლიოში, რეგიონში ხდება, ეს რბილად რომ ვთქვათ, დიდი მავნებლობა და დანაშაულია. რაც შეეხება იმას, რომ მოგვიწია ბრძოლა, ქვეყნის ინტერესების დაცვა - ასე ვაპირებთ მომავალშიც, მყარად, ორ ფეხზე დგომას. ვისაც იმის სურვილი აქვს, რომ ცალ ფეხზე იდგეს, ეს მათი უფლებაა, ამაშიც არავის შევზღუდავთ, მაგრამ სანამ ხელისუფლებაში ვართ, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესს გავატარებთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესს დავიცავთ. გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი, მაგრამ ისე არა, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას, მიგვითითოს, ქვეყანა გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის, საკუთარი ინტერესებისთვის. ყველას თავისი ინტერესი აქვს, ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს, დავიცვათ საკუთარი ინტერესები, გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ ღირსებით, თავაწეულებს. ქართველები ვართ -უდიდესი კულტურის და ტრადიციების ხალხი. ვამაყობთ ჩვენი წარსულით, წინაპრებით და ამ ყველაფრით ვართ საინტერესო ევროპისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მის განცხადებას სხდომათა დარბაზიდან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ლილე ლიპარტელიანის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა, რაზეც კალაძემ მას შემდეგნაირად მიმართა: „თქვენგან განსხვავებით, ჩვენ ვამაყობთ“.

ლიპარტელიანს სხდომის თავმჯდომარემ სიჩუმისკენ მოუწოდა და მისი მისამართით თქვა: „სირცხვილია“.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა