ირაკლი ბენდელიანი საბა ბუაძეს - რამდენიმე თვეა, ჩემს სახელს და გვარს ახსენებ ხშირად - ბინა ვიყიდე დაახლოებით, 10 წლის წინ, როდესაც არც კორპუსის მშენებლობა იყო დაწყებული და არც მერიაში ვმუშაობდი

მაგ კორპუსში ბინა ვიყიდე დაახლოებით, 10 წლის წინ, როდესაც არც კორპუსის მშენებლობა იყო დაწყებული და არც მერიაში ვმუშაობდი, - ასე უპასუხა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის საბა ბუაძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის ოჯახს საცხოვრებელი ფართი იაფად იმავე კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში აქვს ნაყიდი, რომელიც ამჟამად ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე მშენებლობას ახორციელებს.

ბენდელიანის თქმითვე, დოკუმენტები, რაც ბუაძეს აქვს რეგისტრაციის თარიღს აღნიშნავს, როდესაც კორპუსი უკვე აშენებული იყო.

„ბოლო რამდენიმე თვეა, რამდენიმე ტელევიზიით ვნახე, რომ ჩემს სახელს და გვარს ახსენებ ხოლმე ხშირად. დაახლოებით, 10 წლის წინ მაქვს მაგ კორპუსში ბინა ნაყიდი, როდესაც არც კორპუსის მშენებლობა იყო დაწყებული და არც მერიაში ვმუშაობდი, თუმცა კიდეც რომ მემუშავა მერიაში, მაგის პრობლემასაც ვერ ვხედავ. თქვენ რა დოკუმენტიც გიჭირავთ ხელში, ეგ არის რეგისტრაციის თარიღი, მას შემდეგ, რაც კორპუსი აშენდა, განშლა გაკეთდა და ფიზიკურად შესაძლებელი გახდა საჯარო რეესტრში მაგ ბინის დარეგისტრირება. ცოტა უფრო მეტ დროს თუ დაუთმობ ჩემს დეკლარაციას, იქ ატვირთულ სასესხო ხელშეკრულებებს, შემოსავლებს და ასე შემდეგ, უფრო ნაკლები სურვილი გექნება, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანო. 175 დოლარად არ არის ნაყიდი და გადარიცხვის ქვითრებიც შემიძლია თარიღებით და ოდენობით წარმოგიდგინოთ, აქ მგონი მაგის ადგილი არ არის“, - მიმართა ირაკლი ბენდელიანმა საბა ბუაძეს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა