ვიქტორ ორბანი - ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, თუ საჭირო იქნება ხელის მუხრუჭს გამოვიყენებთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, საათობით ცდილობდა დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, ხელი არ მოეწერათ კიევთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

ორბანმა უნგრულ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებთან დაკავშირებით რამდენიმე არგუმენტი არსებობს, რომელიც უნდა გაეთვალისწინებინა.

„ისინი 26 არიან და მე მარტო ვარ. მათ სურთ ამ გადაწყვეტილებით უკრაინას ომის გასაგრძელებლად საჭირო წახალისება მისცენ და მთხოვეს, რომ ამაში ხელი არ შემეშალა. მაგრამ მათი გადამწყვეტი არგუმენტი იყო ის, რომ უნგრეთი ამით არაფერს კარგავს.

თუ ჩვენ არ გვსურს, რომ უკრაინა იყოს ევროკავშირის წევრი, მაშინ უნგრეთის პარლამენტს შეუძლია ამას მხარი არ დაუჭიროს და სანამ ეს საკითხი პარლამენტებამდე მივა, წინ ძალიან, ძალიან გრძელი პროცესია და როგორც მათ და ასევე მე გამოვთვალე, დაახლოებით 75 შემთხვევაა, როდესაც უნგრეთის მთავრობას შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი. მათ განაცხადეს, რომ თუ მოლაპარაკებების დროს რაიმე იქნება, რაც უნგრეთის ინტერესებს დააზიანებს, მე ამას შევწყვეტ“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, უნგრეთს არ სურდა მონაწილეობა მიეღო "ცუდ გადაწყვეტილებაში" და ამიტომ დატოვა დარბაზი, სანამ ლიდერები გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

„მოგვიანებით ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს პროცესი, თუ საჭირო იქნება ხელის მუხრუჭს გამოვიყენებთ“, - აღნიშნა ორბანმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი