სალომე ზურაბიშვილი - დღეს ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვიყავით და ვართ გუშინდელი გადაწყვეტილების ღირსნი - რაც შეეხება იმას, რატომ მივიწევ სცენისკენ, ხომ უნდა ვიყო ახლოს, ვინიცობაა დამიძახონ?!

დღეს ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვიყავით და ვართ გუშინდელი გადაწყვეტილების ღირსნი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ზეიმობენ.

მისივე თქმით, ის დღეს პოლიტიკურ გეგმებზე საუბარს არ აპირებს და თუ მმართველი გუნდი სცენაზე ასვლის შესაძლებლობას მისცემს, მოქალაქეებსაც მიმართავს.

„ახლა საარჩევნოდ, არასაარჩევნოდ და პოლიტიკურ გეგმებზე არაფერს ვიტყვი, ყველამ იცოდეთ. ახლა გვაქვს საშუალება, რომ ერთად ვიზეიმოთ. ეს არის საქართველოსთვის არანაკლები, ვიდრე გუშინ რა გადაწყვეტილებაც იყო. დღეს ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვიყავით და ვართ ღირსნი გუშინდელი გადაწყვეტილების. რაც შეეხება იმას, რატომ მივიწევ სცენისკენ, ხომ უნდა ვიყო ახლოს, ვინიცობაა დამიძახონ?! მთელი საქართველო უყურებს ერთად როგორ ვზეიმობთ, ეს უნდა დარჩეს ამ დღის გზავნილი და სხვა არაფერი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა როლი ჰქონდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „მნიშვნელოვანი“.

ასევე, კითხვაზე, აჩვენებს თუ არა სახალხო ზეიმზე მისვლით იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან კონფლიქტს ივიწყებს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ღონისძიებაზე დასწრებით მთელ საქართველოს ეუბნება, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არის საკითხი, რომლის თაობაზეც ყველა ერთიანი უნდა იყოს.

„აქ მოსვლით მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ არის ერთი საკითხი, რომელზეც ერთიანი უნდა ვიყოთ და ეს არის ჩვენი ევროპული მომავალი, რადგან ეს ვალდებულება გვაქვს აღებული ჩვენი ბავშვებისა და მომავალი თაობის წინაშე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები