ანა ნაცვლიშვილი - ევროპამ აჩვენა პოლიტიკის და დიპლომატიის მასტერკლასი - როგორც ბრძოლაში ვიყავი ქართველ ხალხთან ერთად, ზეიმშიც ვარ ხალხთან ერთად

გუშინ ევროპამ აჩვენა პოლიტიკის და დიპლომატიის მასტერკლასი და ძალიან მკაფიო სიგნალი გაუგზავნა როგორც საქართველოს, მოლდოვას უკრაინას, ასევე მოსკოვს - კარგად უნდა დაიმახსოვრონ ეს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, არ აქვს, მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ევროპულად მოიქცევა და საქართველოს პრეზიდენტს ტრიბუნაზე ასვლის საშუალებას მისცემს.

ოპოზიციონერი დეპუტატი სახალხო ზეიმზე სალომე ზურაბიშვილის ყოფნას მიესალმება.

„ეს ზეიმი არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას. ეს ზეიმი ეკუთვნის ქართველ ხალხს და მე პირადად იმიტომ ვარ აქ, რომ როგორც ბრძოლაში ვიყავი ქართველ ხალხთან ერთად, როდესაც ევროპული მომავალი იყო დასაცავი, ასევე, ზეიმშიც ვარ ხალხთან ერთად და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს