რუსთავში დღეს ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, დღეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხეს აანთებენ. რუსთავის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციებით განათდება საშობაო ქალაქი, ყველა ცენტრალური გამზირი, ქუჩები, ასევე სკვერები და პარკები.

საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება და ნაძვის ხეს, რუსთავის უძველესი ისტორიის გაცოცხლების ფონზე, წელსაც უფლისწული აანთებს.

,,რუსთავში, დღეს მთავარ მოედანზე ავანთებთ ნაძვის ხეს. სამზადისი, რომელშიც მთელი მერიის გუნდი ვიყავით ჩართული, უკვე დასასრულს უახლოვდება. ყველას ვიწვევ ოჯახებთან ერთად, რადგან დღეს ძალიან ლამაზი და სასიამოვნო საღამო იქნება. სადღესასწაულო გარემო, მთავარ ნაძვის ხესთან 7 იანვრის ჩათვლით იქნება. გაიმართება საშობაო ბაზრობა, საბავშვო-გასართობი ღონისძიებები და კონცერტები, იმისთვის, რომ საახალწლო განწყობა შევუქმნათ თითოეულ რუსთაველს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ცნობით, ნახევრად ზღაპრული გარემოსა და უფლისწულის გარდა, დღეს რუსთავის მთავარ ნახვის ხესთან შეკრებილებს ნატო გელაშვილის და ძმები ჭოხონელიძეების, ანსამბლ ,,თუთარჩელასა" და კამერული ორკესტრის მონაწილეობით კონცერტი ელოდებათ.

16 დეკემბრიდან, შობის ჩათვლით, თავისუფლების მოედანზე მოწყობილი იქნება საშობაო ბაზრობა, სადაც რუსთაველები და ქალაქის სტუმრები გემრიელი კერძებისა და გლინტვეინის დაგემოვნებას, საბავშვო-გასართობი შოუ პროგრამების ყურებას, რუსთაველი მუსიკოსების კონცერტებზე დასწრებას შეძლებენ. საახალწლო ბაზრობაზე ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

შობა-ახალი წლის საზეიმო ღონისძიებები, დღეს მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

31 დეკემბრის ღამის 11 საათიდან კი გალა-კონცერტი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, ანსამბლი ,,ერისიონი", ,,შვიდკაცა", ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე და სხვა ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ. გალა-კონცერტს, ჯგუფი ,,რეგიონის" კონცერტი დაასრულებს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ