კახა კალაძე პრეზიდენტზე - ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო? - ძალიან დიდი ბოდიში, რატომ?

ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? - აბსოლუტურად გაუგებარია,- ასე პასუხობს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ მიეცა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გუშინ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება.

კალაძე ვერ ხედავს ლოგიკას, რატომ უნდა გამოსულიყო პრეზიდენტი გუშინდელ ზეიმზე სიტყვით მაშინ, როდესაც თავად ამბობდა, რომ “ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა”.

“რას ნიშნავს არ მიეცა უფლება? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? გამოდიოდა და ამბობდა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და რა ლოგიკით ამბობთ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო და მისალმებოდა საზოგადოებას? აბსოლუტურად გაუგებარია”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში