რუსთავში  ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, დღეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აანთეს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციებით განათდა საშობაო ქალაქი, ყველა ცენტრალური გამზირი, ქუჩები, სკვერები და პარკები.

საახალწლო ილუმინაციების გარკვეული რაოდენობა რუსთავს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გადაეცა საჩუქრად.

საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ მოედანზე თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო. რუსთავის უძველესი ისტორიის გაცოცხლების ფონზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, წელსაც უფლისწულმა აანთო. სადღესასწაულო კონცერტში ანსამბლმა ,,თუთარჩელამ“, რუსთავის კამერულმა ორკესტრმა, ნატო გელაშვილმა და ძმებმა ჭოხონელიძეებმა მიიღეს მონაწილეობა. რუსთავის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე ოჯახთან ერთად, პარლამენტარები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,რუსთავში საახალწლო განწყობა უკვე კარგად იგრძნობა, დღეს მთელმა ქალაქმა ერთად ავანთეთ მთავარი ნაძვის ხე. ისტორიულ წელს ვაცილებთ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო და ძალიან დიდი მოტივაციითა და ახალი გეგმებით ვხვდებით ახალ წელს. ღონისძიებები გაგრძელდება 7 იანვრამდე და შევეცდებით, რომ თითოეულ რუსთაველს ეს სადღესასწაულო მუხტი და განწყობა დიდხანს შევუნარჩუნოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

16 დეკემბრიდან, შობის ჩათვლით, თავისუფლების მოედანზე მოწყობილი იქნება საშობაო ბაზრობა, სადაც რუსთაველები და ქალაქის სტუმრები გემრიელი კერძებისა და გლინტვეინის დაგემოვნებას, საბავშვო-გასართობი შოუ პროგრამების ყურებას, ადგილობრივი მუსიკოსების კონცერტებზე დასწრებას შეძლებენ. საახალწლო ბაზრობაზე ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. შობა-ახალი წლის საზეიმო ღონისძიებები, დღეს მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 31 დეკემბრის ღამის 11 საათიდან კი გალა-კონცერტი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, ანსამბლი ,,ერისიონი", ,,შვიდკაცა", ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე და სხვა ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ. გალა-კონცერტს, ჯგუფი ,,რეგიონის" კონცერტი დაასრულებს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს