„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ბათუმის საკრებულომ წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უნდა მიიღოს, თუმცა ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული არც ერთი ჩვენი წინადადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის საკრებულოსგან მათი ინიციატივის გათვალისწინებას ითხოვს, რომელიც მათ შორის სკოლებში პირველკლასელთა კვებას ეხება. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საკრებულოს წევრმა, თეკლა კავაზაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნას საკრებულო არ დაეთანხმება, ენმ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.

“19 დეკემბერს ბათუმის საკრებულომ წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი-ბიუჯეტი უნდა მიიღოს, თუმცა ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული არც ერთი ჩვენი წინადადება, რომელიც მოვამზადეთ და წარვუდგინეთ საკრებულოს და მერიას, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც სკოლებში პირველკლასელთა კვებაა. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაცვის ხანგრძლივი ინსტრუმენტია და მას 85 ქვეყანა იყენებს.

დღეს, ბათუმში პირველკლასელი 3360 მოსწავლეა, იმისთვის, რომ ეს პროგრამა ამოქმედდეს 1 989,900 ლარის გამოყოფაა საჭირო, რაც ბათუმის ბიუჯეტის 0,5%- ია. მივმართავ ჩვენ კოლეგებს, გაიაზრონ ამ პროგრამის დადებითი მხარეები და ის სიკეთე, რასაც სკოლის მოსწავლეები მიიღებენ, დაეთანხმონ ჩვენ ინიციატივას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ და ვერ დავუჭერთ მხარს არსებულ ბიუჯეტის პროექტს.” - განაცხადა თეკლა კავაზაშვილმა, რომლის კომენტარს "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ