თეონა აქუბარდია - „ქართულმა ოცნებამ“ წააგო, რადგან პრეზიდენტი ხალხთან იყო და ისინი თითქოს მაღლა, მაგრამ სიმაღლის ნაცვლად, ეს იყო სიმდაბლე - რაც შეეხება რუსეთს, მას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა

ევროპა შეუვალი იყო რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, რომ გადაწყვეტილება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას სასარგებლოდ მიიღო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ტელეკომპანია „პალიტარნიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქვეყანა შიდა დაპირისპირების რეჟიმში იმყოფება, რეალურად კი, რუსეთის მხრიდან საფრთხე ისევ არსებობს.

„ბარიერები გვაქვს ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით და მეორე მხრივ, რუსეთის მხრიდან, რომელიც საკმაოდ გამწარებულია იმ მოცემულობით, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით და ევროკავშირის გადაწყვეტილებით დადგა. ნარიშკინის განცხადებას ვგულისხმობ - მან განაცხადა, რომ მეორე ფრონტს ხსნის დასავლეთი - მოლდოვასა და საქართველოზე ჰქონდა საუბარი. ეს არაფერია, თუ არა, კიდევ ერთხელ იმ მარცხის აღიარება, რომელსაც რუსეთი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში შეხვდა და რომელსაც თავისი პრივილეგირებული ინტერესების სფეროდ აცხადებს ის. მოცემულ მომენტში, ჩვენ ქვეყნის შიგნით გვაქვს პრობლემა, თუ „ასოცირებული ტრიოდან“ უკრაინამ და მოლდოვამ შეძლეს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, რაც საბოლოო ჯამში ევროკავშირში წევრობით სრულდება. საკმაოდ რთული რეფორმებია, 33 თავია, რომელიც უნდა შესრულდეს კონკრეტული მიმართულებებით, საქართველო ერთი საფეხურით კვლავ ჩამორჩება „ასოცირებული ტრიოს“ ორ წევრ ქვეყანას, ჩვენ შეგვიძლია დაწევა, თუ შიგნით ამ ყველაფერზე ვიმუშავებთ.

როცა რუსეთი ევროპულ ღირებულებებს უპირისპირდება, მათ შორის, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, თავად ევროპას ებრძვის ღირებულებით ჭრილში, როცა აგრესიულ ომებს იწყებს, პირველი იყო საქართველო, შემდეგ უკრაინა იმისთვის, რომ თავის მეზობლებს გასაქანი არ მისცეს, არ იყვნენ იქ, სადაც ხალხი ირჩევს, ამ მოცემულობაში, როგორც არასდროს, ევროპა იყო შეუვალი რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, რომ გადაწყვეტილება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას სასარგებლოდ მიიღეს. შესაბამისად, დღეს, დასავლეთი კიდევ უფრო ადეკვატურად ხედავს რუსეთის იმ ქმედებებს, რომელიც მათ შორის, სუვერენიტეტის საფრთხის კუთხით, ევროპასაც უქმნის საფრთხეს. იმ შემთხვევაში, თუ ევროპა ჩვენს გვერდით არ იქნება - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დანარჩენი ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანების პროცესში არიან, კიდევ უფრო ძვირფასს გადაიხდის ის. დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო გამარჯვება ჩვენი და ევროპის, რადგან რუსეთს მიუხედავად ბევრი შიდა ჩარევებისა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

ჩვენ ერთ რამეს ვერ ვიაზრებთ, ჩვენ რაღაც შიდა ნაჭუჭში უფრო ვიხედებით, ერთმანეთთან დაპირისპირების რეჟიმში ვართ, მაგრამ რეალურად, საფრთხე რუსეთის მხრიდან არსებობს. ამ საფრთხის წინაშე გაერთიანება, აუცილებელია იმისთვის, რომ იმ დათქმულ წერტილამდე მივიდეთ, რაც ევროკავშირის წევრობაა“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ის, ასევე, გამოეხმაურა სახალხო ზეიმზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისვლას და მის ტრიბუნის მიღმა დარჩენას. აქუბარდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ღონისძიება ხელისუფლებამ პარტიული გახადა, ის სახალხო ზეიმზე მაინც მივიდა.

„ეს უფრო იყო „ქართული ოცნების“ ზეიმი, ვიდრე ქვეყნის ზეიმი. ძალიან სამწუხაროა, როცა „ქართული ოცნება“ განსხვავებას ვერ ხედავს პარტიასა და ქვეყანას შორის. კახა კალაძის განცხადებაზე ლუი მე-14 და აბსოლუტიზმის ხანა გამახსენა, როცა ის ამბობდა - სახელმწიფო, ეს ვარ მეო. ისინი თანასწორობის გზავნილით გამოდიოდნენ ტრიბუნიდან, ამ მოცემულობაში ერთი პარტიიდან კაცებს ვხედავდით, ქალ პრეზიდენტს კი - ხალხთან, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ წააგო, რადგან პრეზიდენტი ხალხთან იყო და ისინი თითქოს მაღლა, მაგრამ სიმაღლის ნაცვლად, ეს იყო სიმდაბლე, რაც ვნახეთ. პრეზიდენტთან მიმართებაში პოლიტიკური განცხადებები იყო - მას, აქ არაფერი ესაქმებაო. რას გქვია არ ესაქმება და ვინ არიან ისინი, რომ გადაწყვიტონ, ვინ, სად უნდა მივიდეს ამ ქვეყანაში, მით უფრო, როცა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირია. არ ვფიქრობ, რომ ეს პარტიული ღონისძიება უნდა ყოფილიყო, ვფიქრობ, ეს სახალხო ზეიმი უნდა ყოფილიყო და მე მივედი ხალხთან, ვიზიარებ ამ სიხარულს, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარიის მხარდამჭერია ადამიანი, რომელსაც ეს გაუხარდა“, - განაცხადა აქუბარდიამ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი