უკრაინელი გენერალი - უკრაინელი ჯარისკაცები საარტილერიო ჭურვების დეფიციტს განიცდიან, უცხოური დახმარების არასაკმარისი რაოდენობის გამო ზოგიერთი სამხედრო ოპერაცია შემცირდა

ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები საარტილერიო ჭურვების დეფიციტს განიცდიან და უცხოური დახმარების არასაკმარისი რაოდენობის გამო ზოგიერთი სამხედრო ოპერაცია შემცირდა, - ამის შესახებ უკრაინის არმიის მაღალჩინოსანმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ Reuters-ს განუცხადა.

უკრაინის არმიის მაღალჩინოსანმა სააგენტოსთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენებმა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის გეგმა შეაჩერეს და უნგრეთმა ევროკავშირის მიერ კიევის 50 მილიარდი ევროთი დაფინანსების ინიციატივა დაბლოკა.

„პრობლემაა საბრძოლო მასალასთან, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ჭურვებთან დაკავშირებით, საუბარია 122 მმ-იან და 152 მმ-იან ჭურვებზე. დღეს ეს პრობლემები მთელ ფრონტზეა. ის რაოდენობა, რაც დღეს გვაქვს, საკმარისი არ არის, ჩვენი საჭიროებების გათვალისწინებით. ასე რომ, ჩვენ ხელახლა ვანაწილებთ მას, ხელახლა ვგეგმავთ ამოცანებს, რომლებიც დასახული გვაქვს და ვამცირებთ მათ, რადგან გვჭირდება მათი გათვალისწინება“, - აღნიშნა უკრაინელმა გენერალმა.

მისი თქმით, საარტილერიო ჭურვების დეფიციტი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ საბრძოლო მასალის პრობლემები რუსულ ძალებსაც შეექმნათ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება