ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლამდე აშენდა 7 ელექტროსადგური, ხოლო ჩვენი ხელისუფლების დროს  აშენდა - 66

ენერგეტიკის განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და პრიორიტეტია , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლამდე საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 3325 მგვტ-ს შეადგენდა; სადგურების უმეტესობა იყო აშენებული საბჭოთა კავშირის დროს.

„2012 წლამდე აშენდა 7 ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 140 მგვტ იყო, ხოლო ჩვენი ხელისუფლების დროს აშენდა 66 ელექტროსადგური და ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 1200 მგვტ-ს, ჯამური ინვესტიციით დაახლოებით 2 მლრდ დოლარი.

ეს არის კონკრეტული შედეგი ენერგეტიკის დარგშიც, რა თქმა უნდა, შედეგად ელექტროენერგიის გენერაცია, ექსპორტი და ტრანზიტი გვაქვს რეკორდული.

წელს უკვე გენერაციამ 11 თვის მონაცემებით შეადგინა 13 მლრდ კვტ.სთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის გამომუშავების ისტორიული მაქსიმუმი.

რეკორდულია ასევე ექსპორტიც და ტრანზიტიც ჩვენი ქვეყნის გამოყენებით. შემოსავლებმა შეადგინა ათეულობით მილიონი ლარი, რომელიც მიემართება ბიუჯეტში და, რა თქმა უნდა, ეს არის 4.5-ჯერ ზრდა, თუ ამას შევადარებთ 2012 წელს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში