ირაკლი ქარსელაძე - პრემიერისგან მოვისმინეთ შედეგებით სავსე ანგარიში

შედეგებით სავსე ანგარიში მოვისმინეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას 2023 წელს ჰქონდა. ასევე, მოვისმინეთ ის მნიშვნელოვანი წინაპირობები, რაც მომდევნო წლების კიდევ უფრო დიდი წარმატების მყარ საფუძველს ქმნის,-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელი ძალიან შედეგიანი და მთელი რიგი პროექტებისთვის გარდამტეხი იყო.

„გაიხსნა 37 კმ მაგისტრალური გზა. აქედან, 27 კმ რიკოთის საუკუნის პროექტის ძირითადი მონაკვეთები იყო, სადაც უკვე ხელშესახებია ის სარგებელი, რასაც შემცირებული მანძილის, დაზოგილი დროის თვალსაზრისით ვხედავთ. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია, როგორც ამ მონაკვეთზე, ისე ყველა სხვა მონაკვეთებზე, სადაც აქტიურად გრძელდება სამშენებლო სამუშაოები”-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, რიკოთის მაგისტრალური გზა 2024 წელს სრულად იქნება გახსნილი მოძრაობისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე მისი საერთაშორისო რეგიონული პოზიციების თვალსაზრისით. აღნიშნული მონაკვეთი და საკუთრივ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა წარმოადგენს შუა დერეფნის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს.

მან ასევე აღნიშნა, რომ აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზეც და შესაბამისად, 2024 წელს გათვალისწინებულია ყველა ძირითადი მონაკვეთის დასრულება.

,,მნიშვნელოვანია კახეთის 35 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროგრესი. უკვე გაიხსნა 4 კილომეტრიანი მონაკვეთი და მთლიანად მშენებლობა გაისად იქნება. 2025 წელს დასრულდება საგარეჯო-ბადიაურის 17 კილომეტრიანი მონაკვეთიც. ჯამში, ჩვენ ვსაუბრობთ 52 კილომეტრიან მონაკვეთზე კახეთის მიმართულებით. ასევე, 9 კმ-იანი ქვეშეთი-კობის გვირაბის 8 კილომეტრზე მეტი უკვე გაბურღულია, რომელიც ისტორიული პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს“,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

დასკვნის სახით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საგზაო მიმართულებით 1000 კმ-ზე მეტ მონაკვეთებზე მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, აქედან 500 კმ -ის რეაბილიტაცია წელს სრულდება. პროექტების განვითარება გრძელდება და შესაბამისად, 2013 წლიდან დღემდე აშენებულ და რეაბილიტირებულ 16 000 კმ გზას კიდევ შეემატება მნიშვნელოვანი მონაკვეთები.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე