ილია დარჩიაშვილი - ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველო შეაყენა განვითარების გზაზე

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველო შეაყენა განვითარების გზაზე , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და არსებულმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს მისცა განვითარების და კეთილდღეობის შესაძლებლობა.

ბიძინა ივანიშვილმა უზარმაზარი როლი ითამაშა ამ პროცესში. დღეს მისი დაარსებული პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობა თანმიმდევრულად აგრძელებს იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს, ამ ქვეყნის კეთილდღეობას და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევით, მისი გუნდის ძალისხმევით საპარლამენტო გუნდთან ერთად საუბრობდა შედეგებზე და ეს შედეგი დამსახურებაა გუნდის, რომელიც ემსახურება ხალხს და ამ ქვეყნის კეთილდღეობას.

მას შემდეგ რაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, ჩვენ მეორე დღიდან დავიწყეთ მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად ინკლუზიური და გახსნილი, ყველა ოპონენტს ჰქონოდა ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. იყო ჯგუფი, რომელმაც საერთოდ არ მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა და უფრო მეტიც, ხელს უშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციას, ნაწილმა მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, ვართ და ვიქნებით ღია ნებისმიერი იდეისთვის. ყველასთან გვაქვს თანამშრომლობის მზაობა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს