დიმიტრი ცქიტიშვილი - როგორც კი შევასრულებთ 9 დათქმას, მაშინვე შეიძლება გადავიდეთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებზე - ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად გავივლით პროცესს

ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჯგუფი სამართლიანად და უსამართლოდ იბრალებს თავის წვლილს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიღებაში, საქართველომ სტატუსი გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე მიიღო.

როგორც ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, საქართველოზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად გაივლის პროცესებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობიდან გაწევრიანებამდე.

„კანდიდატის სტატუსის მიღებაში ყველა მთავრობას აქვს თავისი წვლილი შეტანილი, მათ შორის, „ქართულმა ოცნებამაც“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა: ჯერ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით და შემდგომ უკვე უვიზო რეჟიმით.

დღევანდელი მოცემულობით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჯგუფი სამართლიანად და უსამართლოდაც იბრალებს თავის წვლილს, მაინც გადაწყვეტილება მიღებულია გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. პირველი, რამაც შესაძლებლობა გააჩინა, არის უკრაინაში რუსეთის შეჭრა და მეორე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ არ შეასრულა რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ამის მიუხედავად გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, იმ დათქმით, რომ რეკომენდაციები შესრულდება. ეს ითვალისწინებს იმას, რომ საქართველო არ უნდა დარჩენილიყო ახალი გეოგრაფიის მიღმა.

ახლა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად გავივლით პროცესს, კანდიდატიდან გაწევრიანების გეგმაზე გადავიდეთ, დავიწყოთ მოლაპარაკებები და საბოლოო ჯამში გავწევრიანდეთ. ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, საქართველოს რამდენად აქვს შანსი მოლაპარაკებების განხილვის გახსნასთან დაკავშირებით, ცქიტიშვილი პასუხობს, რომ არ არის კონკრეტული დათქმა, როდის შეიძლება გადახვიდე კანდიდატიდან მოლაპარაკებების დაწყებამდე“.

„2024 წლის დეკემბერში იქნება კიდევ ერთი შეფასება. ჩვენ შეგვიძლია გაზაფხულზე გადავიდეთ ან შემოდგომაზე. როგორც კი შევასრულებთ 9 დათქმას, მაშინვე შეიძლება გადავიდეთ მოლაპარაკებებზე. განსაკუთრებული ვადა არ გვაქვს მოცემული“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე შეფასებით, თუკი ქვეყანა ეკონომიკურად და სოციალურად არ იქნება მზად გაწევრიანებისთვის, შეიძლება, ეს დამაზიანებელიც იყოს.

„გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება ერთია, მაგრამ პროცესი სადაც სრული ინტეგრაცია უნდა მოხდეს, გეოპოლიტიკის მიღმაა. ეს არის პროცესი, სადაც ნაციონალური ინტერესები ჭარბობს, შესაბამისად, იქ გადაწყვეტილებას მიიღებენ მხოლოდ, დამსახურებაზე დაფუძნებულად. სხვა შემთხვევაში ევროპული სისტემა მოიშლება. ქვეყნებთან სინქრონიზაცია ვერ მოხდება. მურუსიძის სასამართლო ვერ იმუშავებს ევროკავშირის სასამართლოსთან. ჩვენი სოციალური პოლიტიკა ვერ იმუშავებს ამ სოციალურ პოლიტიკასთან. ჩვენი ეკონომიკა ვერ იმუშავებს ამ ეკონომიკასთან და ჩვენი ეროვნული ბანკი ევროპის ეროვნულ ბაკთან ვერ იმუშავებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში