ირაკლი ნადირაძე - მთავარი ცვლილება რაც გვჭირდება, არის შევცვალოთ “რუსული“ ოლიგარქიული რეჟიმი, როგორც არასდროს დღეს აუცილებელია და მნიშვნელოვანია ოპოზიციის ფლაგმანი - „ნაციონალური მოძრაობა“ და თბილისის ორგანიზაცია იყოს ძლიერი

მთავარი ცვლილება, რაც გვჭირდება ჩვენ, არის შევცვალოთ “რუსული“ ოლიგარქიული რეჟიმი. ამიტომ, როგორც არასდროს

დღეს აუცილებელია და მნიშვნელოვანია ოპოზიციის ფლაგმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და თბილისის ორგანიზაცია იყოს ძლიერი, რადგან გადამწყვეტი სიტყვა ამ ცვლილებებში უნდა თქვას თბილისმა , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ამ პრობლემების გადაჭრას ბევრი შრომა, ბევრი ბრძოლა და ცვლილებები სჭირდება.

„ჩვენ გვჭირდება ცვლილებები, რომ ამ ქალაქში არ იყოს საცობები, რომ ამ ქალაქში არ იყოს გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გვჭირდება ცვლილებები, რომ არ იყოს ქაოსური, მავნებლური მშენებლობები, რომ არ იყოს გამწვანების პრობლემა, სუფთა ჰაერის პრობლემა, დასუფთავების პრობლემა, რომ ყველას ჰქონდეს მშვიდი, კეთილმოწყობილი გარემო. მაგრამ მთავარი ცვლილება, რაც გვჭირდება ჩვენ არის ის, რომ შევცვალოთ „რუსული“ ოლიგარქიული რეჟიმი, ამიტომ როგორც არასდროს დღეს აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია, ოპოზიციის ფლაგმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და თბილისის ორგანიზაცია იყოს ძლიერი, როგორც არასდროს იმიტომ, რომ გადამწყვეტი სიტყვა ამ ცვლილებებში უნდა თქვას თბილისმა. სწორედ ამიტომ დღეს შევიკრიბეთ, რომ ავირჩიოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში