გიორგი ბარამიძე ხავიერ კოლომინას შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ბარამიძის განცხადებით, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალურ მდივანთან საქმიანი და სასარგებლო საუბარი ჰქონდა.

„დამთავრდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა შეხვედრა, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ, ხავიერ კოლომინასთან. ძალიან საქმიანი და სასარგებლო საუბარი გვქონდა, თუ როგორ დავეხმაროთ საქართველოს და ჩვენს ხალხს, ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად, რეალური ნაბიჯები გადადგას. ენმ-ის მყარი პოზიციაა, რომ ამისათვის აუცილებელია: საქართველოს მესამე პრეზიდენტის პუტინის პატიმრობიდან გათავისუფლება. ოლიგარქ ივანიშვილსა და მის რეჟიმზე (სანქციების ბერკეტის გამოყენების ჩათვლით) ზეწოლის გაძლიერება. ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების მიზნით მთავრობაზე ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული, ზეწოლის კოორდინაცია. საპარლამენტო არჩევნებისათვის სრულყოფილი კონტროლი, მონიტორინგი და მილიონზე მეტი ქართველი ემიგრანტისთვის საარჩევნო კონსტიტუციური უფლების რეალიზაციისათვის, მყარი გარანტიების (ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის შემოღება და საზღვარგარეთ საკმარისი საარჩევნო უბნების გახსნა) შექმნა. ხვალ ბატონი კოლომინა პრეზიდენტს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის და ჩვენი მეგობრების თანადგომით, ქართველი ხალხის (პროდასავლურ) აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი