დმიტრო კულება - ევროკავშირის მადლობელი ვარ - რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსების შეწყვეტა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გზაა

დმიტრო კულება - ევროკავშირის მადლობელი ვარ -  რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსების შეწყვეტა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გზაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-12 პაკეტისთვის ევროკავშირის მადლობელი ვარ. რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსების შეწყვეტა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გზაა“, - წერს კულება X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ დარგობრივი სანქციების გამკაცრება, მათ შორის რუსულ ბრილიანტებზე, დროული იყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების დამატებით ჩამონათვალს მოიცავს. ასევე, იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვებს, მათ შორის რუსული ბრილიანტების ევროპაში ექსპორტს.