რამდენიმე დღეში თბილისში, ბელიაშვილის N49-ში ელექტრომობილების პირველი მულტიბრენდული შოურუმი, E-Motors Georgia, იხსნება. შოურუმში ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტების - IM Motors-ის, Jetour-ის, Dayun-ის, Forthing-ის და Chery-ის - მოდელები იქნება წარმოდგენილი.
E-Motors Georgia ჩინური ავტომწარმოებელი ბრენდების ექსკლუზიური პარტნიორის სტატუსს ატარებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, IM Motors-ის, Jetour-ის, Dayun-ის, Forthing-ის და Chery-ს მოდელების იმპორტი საქართველოში კომპანიის მიერ პირდაპირ მათი ქარხნებიდან ხდება, ეს ბიზნესმოდელი კი, E-Motors Georgia-ს ლიბერალური ფასების შეთავაზების შესაძლებლობას აძლევს - შოურუმში წარმოდგენილი მოდელების ფასი 10 000$-დან იწყება.
E-Motors Georgia-ს შოურუმი საზეიმო ვითარებაში 21 დეკემბერს გაიხსნება - კომპანიის წარმომადგენლები მედიასა და დამსწრე საზოგადოებას კომპანიის გეგმებს დეტალურად გააცნობენ.
“ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ბრენდების ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელის სტატუსით - პირველად საქართველოში ინოვაციური ელექტრომობილებისა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება შეგვიძლია ავტომფლობელებისათვის. მოხარულები ვართ, რომ ქართველი მომხმარებელი თანამედროვე ავტოინდუსტრიის ფერხულს აყვება და გაიცნობს ისეთი ბრენდების შესაძლებლობებს, როგორიც IM Motors, Jetour, Forthing, Chery და Dayun-ია. ჩვენი მოდელი დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. გაცნობიერებული გვაქვს, რომ სატრანსპორტო საშუალებების მასობრივი ელექტროფიკაცია მზარდი ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი გზაა. ელექტრომობილების ფართო არჩევანის წარმოდგენით, ჩვენი ხელშესახები წვლილი გვინდა შევიტანოთ უფრო მწვანე მომავლის შენებაში” - აცხადებს E-Motors Georgia-ს გენერალური დირექტორი, ირინა დარჩია.
E-Motors Georgia მომხმარებლებს განსხვავებული საფასო კატეგორიებიდან სთავაზობს არჩევანს. ხელმისაწვდომ მოდელებს შორისაა IM Motors-ის წარმოებული სედანის ტიპის IM L7 და უფრო მაღალი კლასისა და ფუტურისტული დიზაინის მქონე IM LS7-იც, რომელიც ჩინურ ბაზარზეც სულ რამდენიმე თვის წინ წარადგინეს. მანქანაში ჭკვიანი მართვის სისტემა, Nvidia's Orin X ჩიპები და ორმაგი ლაზერის რადარია ჩაშენებული. შოურუმში აგრეთვე წარმოდგენილი იქნება პატარა ზომის და გლობალურ ბაზარზე ფართოდ განხილვადი მოდელი, ძალიან ეკონომიური ელექტრომობილი, ახალთახალი Chery eQ1 Pro. საშუალო ბიუჯეტურ სეგმენტში აგრეთვე გამორჩეულია FORTHING-ის EV სერია. როგორც E-Motors Georgia-ში ამბობენ, მანქანების მახასიათებლებს მიღმა, საინტერესო ზოგადად ჩინური ავტოინდუსტრიის განვითარების სპეციფიკაა: ჩინელი მწარმოებლები მილიარდობით ინვესტიციას არამარტო აწყობის ხარისხისა და დიზაინის მიმართულებით, არამედ მანქანების პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც ახორციელებენ. E-Motors Georgia-ში ზუსტად იციან, რა უნდა შესთავაზონ იმ მომხმარებელს, ვისაც ინოვაციების გამოცდა და კონკრეტული ბიუჯეტით მეტი სარგებლის მიღება სურთ.
E-Motors Georgia-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, ავტორიზებული სერვისცენტრის გახსნას E-Motors Georgia 2024 წლის დასაწყისში გეგმავს. როგორც ირინა დარჩია განმარტავს, დღესდღეობით ელექტრომობილებთან მიმართებით ე.წ. After sale სერვისის მიღება პრობლემაა, E-Motors Georgia-ს ავტორიზებულ სერვისცენტრში კი, ავტომფლობელები ყველა საჭირო სერვისს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან შესაბამისი ხარისხით მიიღებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალისტები საგანგებო გადამზადებას ჩინეთში, პარტნიორი კომპანიების სერვისცენტრებში უკვე გადიან.
(R)