კონსტანტინე ზარნაძე - კვლევები შეისწავლის გლდანის ტბის ეკოლოგიურ მდგომარეობას

კვლევები შეისწავლის გლდანის ტბის ეკოლოგიურ მდგომარეობას, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს სხდომაზე გლდანის ტბის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, გლდანის რაიონის მცხოვრებლებისთვის საკითხი მწვავედ დგას და აუცილებელია მისი უახლოეს მომავალში გადაწყვეტა.

„ჩვენს რაიონში გლდანის ტბის დაშრობის საკითხი ძალიან მწვავედ დგას. გამარჯვებულია კომპანია, რომელსაც ევალება ჩაატაროს კვლევა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რატომ შრება ტბა და როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის შეჩერება. მინდა ვთხოვო ურბანულ კომისიას, რომ შემდეგ სხდომაზე მოვიწვიოთ საინიციატივო ჯგუფის წევრები და კომპანია, რომელსაც ევალება აღნიშნული კვლევის ჩატარება. ძალიან ბევრი პრობლემაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ტბას აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სტატუსი. მინდა ჩვენს ოპოზიციონერ პარტიებსაც ვთხოვოთ ამ საკითხში ჩართულობა, რათა ერთად შევაჯეროთ აზრები და ტბას დავუბრუნოთ სტატუსი. მომავალი წლის ზაფხულამდე აუცილებელია ამ პრობლემის გადაჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ძალიან რთული პრობლემების წინაშე დადგეს გლდანის რაიონი“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე