ვოლოდიმირ ზელენსკი - სამხედროებმა 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შემომთავაზეს - ეს ძალიან სერიოზული რაოდენობაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უმაღლესმა სამხედრო მეთაურებმა დამატებით 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შესთავაზეს. „მათ შემომთავაზეს დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება. ეს ძალიან სერიოზული რაოდენობაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, გეგმის შესრულებამდე მას უფრო ღრმა დისკუსია და მეტი არგუმენტი სჭირდება. „იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ხალხის საკითხია. მეორეც, ეს არის სამართლიანობის საკითხი. ეს არის თავდაცვისუნარიანობის და ფინანსების საკითხი. რაც შეეხება ხალხს, მე მჭირდება სპეციფიკა : რა ბედი ეწევა უკრაინის მილიონიან არმიას, რა ბედი ეწევათ იმ ბიჭებს, რომლებიც ორი წელია იცავენ ჩვენს სახელმწიფოს?“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ არის როტაციის საკითხები, მაშინ ეს უნდა იყოს ყოვლისმომცველი გეგმა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ არ მოაწერს ხელს ქალთა მობილიზაციის შესახებ კანონს, თუ მას რადა მიიღებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ