“სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ცალკეულ შემთხვევებში, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და სრულად ვერ პასუხობს დაინტერესებული პირის მოთხოვნას, - ამის შესახებ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც “სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრმა” “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით ჩაატარა და შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭვირვალობას აფასებს.

კვლევის თანახმად, ინტერვიუებმა ცხადყო, რომ შრომის ინსპექციის სამსახური დროულად არ გასცემს საწარმოო უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის მასალებს.

„ცალკეულ შემთხვევებში, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და სრულად ვერ პასუხობს დაინტერესებული პირის მოთხოვნას. მაგალითისთვის, სამსახურმა არ წარმოადგინა 2023 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში შემოწმებული ობიექტების ჩამონათვალი და მათ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები იმ მიზეზით, რომ ამ პერიოდში განხორციელებული ინსპექტირებების შედეგები და შედგენილი საქმისწარმოების მასალები დამუშავების ეტაპზეა. ხაზგასასმელია, რომ სამსახური დროულად არ გასცემს საწარმოო უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებულ ინფორმაციას”,-აღნიშნულია კვლევაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა