პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის - „საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება" ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზენტაციას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა გივი მიქანაძემ მოკვლევის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა. წარმოადგინა მოკვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც პასუხისმგებელ უწყებებს წარედგინებათ.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ თემატური მოკვლევის შედეგების შესაბამისად 2024 წლის გადამუშავებულ სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინა და შექმნა ცალკე საბიუჯეტო ქვეპროგრამა რეგიონებში სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდასაჭერად, რომლის დაფინანსება 2 მილიონ ლარს შეადგენს.

მოკვლევის ფარგლებში მოსაზრებები და წინადადებები რეგიონებში მდებარე ექვსმა საჯარო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ წარმოადგინა, კერძოდ: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

მოკვლევის პროცესში, სამუშაო ჯგუფის წევრები ადგილზე გაეცნენ უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს და მოისმინეს მოსაზრებები. მოკვლევის პროცესში ჩატარდა 8 ზეპირი მოსმენა. მოკვლევის ჯგუფმა ასევე შეისწავლა უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები იყვნენ: პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ