ვასო ურუშაძე - კახა კალაძე იწყებს აღიარებას, რომ მისმა სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა და ცდილობს ყურადღება ალტერნატიულ პროექტებზე გადაიტანოს

თბილისის მერი, კახა კალაძე იწყებს აღიარებას, რომ მისმა სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა და ცდილობს ყურადღება ალტერნატიულ პროექტებზე გადაიტანოს , - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ურუშაძე აღნიშნავს, დედაქალაქში ურბანული ტრანსპორტის განვითარებების გეგმა უნდა ემყარებოდეს მუდმივად კორექტირებად ინფრასტრუქტურულ ღონისძიებათა სინქრონულად განხორციელებას.

„არ დაგვავიწყდეს, დაკარგულია 10 წელი და არამიზნობრივად გაფლანგულია მილიარდობით ლარი, რომლის დიდი ნაწილი კორუფციული გზით მითვისებულია მაღალი თანამდებობის პირების და მათი გარემოცვის მიერ.

თბილისის მერია განვლილი პერიოდის განმავლობაში, მუდმივად აანონსებდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების: შემოვლითი რკინიგზის, საბაგიროს, მეტროპოლიტენის, ტრამვაის, განივი კავშირების, მრავალდონიანი პარკინგების - განხორციელების პრიორიტეტულობას და მიზანშეწონილობას, მიუხედავად, ჩატარებულ კვლევებზე დახარჯული ათეულობით მილიონი ლარისა, მერიამ ბოლო 6 წლის განმავლობაში, ვერ განახორციელა, ფინანსურად ტევადი ვერცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი.

საცობების სისტემური პრობლემის მოგვარების საპირწონედ მერიამ, ძირითადი აქცენტი საავტობუსო ტრანსპორტის და ბასლაინების განვითარებაზე გადაიტანა, რაც მზარდი სატრანსპორტო საშუალებების პირობებში გრძელვადიან ჭრილში პრობლემის დამძიმების წინაპირობას წარმოადგენს.

დედაქალაქში ურბანული ტრანსპორტის განვითარებების გეგმა უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ, საავტობუსო ტრანსპორტის განვითარებას და მათ სატრანზიტო დერეფნებზე ადაპტირებას, არამედ - გრძელვადიან 10 - 12 წელზე და მოკლევადიან 5 - 7 წელზე გათვლილ, მუდმივად კორექტირებად ინფრასტრუქტურულ ღონისძიებათა სინქრონულად განხორციელებას.

გრძელვადიანი სამი მიმართულება: სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა - შემოვლითი რკინიგზა, მეტროპოლიტენის ქსელის განვითარება, დამატებითი სახიდე გადასასვლელების (განივი კავშირები) მოწყობა.

მოკლევადიანი ოთხი მიმართულება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელზე (დერეფნებზე) თავსებადობა, ურბანული საბაგირო გზების განვითარება, მრავალდონიანი საპარკინგე სივრცეების განვითარება, მსუბუქი სარელსო ტრანსპორტის (მ.შ ტრამვაი) ქსელის განვითარება და ჭკვიანი შუქნიშნების სისტემის დანერგვა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იქნება მართული“,- წერს ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე