ბენი განცი - ლიბანი ვალდებულია „ჰეზბოლას“ ტერორიზმზე პასუხისმგებლობა აიღოს

ლიბანი ვალდებულია „ჰეზბოლას“ ტერორიზმზე პასუხისმგებლობა აიღოს, - ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.

„ლიბანის სახელმწიფო ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს ტერორიზმზე, რომელიც მისი ტერიტორიიდან მომდინარეობს. სასაზღვრო ზონაში დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევა, უპირველეს ყოვლისა, ლიბანის ინტერესებშია“, - წერს განცი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ბენი განცმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას ესაუბრა და მას განუცხადა, რომ ისრაელი იმ საფრთხეს, რომელსაც „ჰეზბოლა“ მის მოქალაქეებს უქმნის, არ შეურიგდება.

„ისრაელი თავისი მოქალაქეების დასაცავად და მძევლების სახლებში უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას მიიღებს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში