იუსტიციის სამინისტრო - გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებულთათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საამზომველო სამუშაოებს ახორციელებს

გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებულთათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საამზომველო სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები 2024 წლის ივლისში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მიმდინარე წლის სექტემბერში გურიის რეგიონში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სააგენტოს 55 ამგეგმავი საამზომველო სამუშაოებს 13 დეკემბრიდან ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს ამგეგმავები სრული დატვირთვით მუშაობენ დამეწყრილ ზონებში რთული რელიეფური პირობების მიუხედავად.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე აქტიურ საამზომველო სამუშაოებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, დავით დევიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„სექტემბერში სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს. მეწყერმა დააზიანა მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული მათ საკუთრებაში. იმისთვის, რომ სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქეებმა სწრაფად მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია, იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფები, რომლებიც გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ამ დროისათვის სხვა მუნიციპალიტეტებში ახორციელებდნენ მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოს, მუშაობას გააგრძელებდნენ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მიწის ნაკვეთების ასაზომად“, - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

სამინისტოს ინფორმაციით, სააგენტოს საველე ჯგუფებმა მინისტრის პირველ მოადგილეს საკადასტრო აზომვითი სამუშაოების ტექნიკურ საკითხებზე, რელიეფურ სირთულეებზე, მეტეოროლოგიურ პირობებსა და გეოდეზიური ხელსაწყოების მუშაობის სპეციფიკაზე ინფორმაცია გააცნო.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის საამზომველო პროცესი სრულად ელექტრონულია – საამზომველო ჯგუფები შესაბამის ოქმებს ელექტრონულად ავსებენ, რაც ტექნიკური ხარვეზების შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიის 80%-ზე მეტი უკვე რეგისტრირებულია. დღიურად იზომება და რეგისტრირდება საშუალოდ 2500-2700 მიწის ნაკვეთი.

საველე სამუშაოების ფარგლებში უკვე აიზომა 650 000 მიწის ნაკვეთი, საიდანაც 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი უკვე რეგისტრირებულია. პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ