ლადო მგალობლიშვილი - ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რადიკალური ოპოზიცია საქართველოსთვის მხოლოდ შავ ხვრელს წარმოადგენდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილმა, საშემოდგომო სესიის დასასრულს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების საქმეში ოპოზიციის როლი შეაფასა.

ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რადიკალური ოპოზიცია საქართველოსთვის მხოლოდ შავ ხვრელს წარმოადგენს.

„მიუხედავად რადიკალური ოპოზიციის გარე თუ შიდა უპრეცედენტო ხელშეშლისა და საბოტაჟისა, ხელისუფლებამ, ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ღირსეულად გაატარა შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიაღწია ისტორიულ მიზანს - მოგვენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ისტორიაში შემდეგნაირად ჩაიწერა: 2023 წლის 14 დეკემბერს, 21:25 წუთზე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რის შემდეგაც, პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, პირადად მიულოცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეს უდიდესი პოლიტიკური მიღწევა. თუმცა, საბოტაჟის მომწყობი და რეალობის გამყალბებელი რადიკალები ვერ აღმოჩნდებიან იმავე ფურცელზე, რადგან ისტორიულ, 2023 წელს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რადიკალური ოპოზიცია საქართველოსთვის მხოლოდ შავ ხვრელს წარმოადგენდა“, - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი განცხადებაში, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში