ლევან ხაბეიშვილი - ვუსამძიმრებ ჩეხ ხალხს, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ჩეხეთში, უნივერსიტეტში სროლის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"ვუსამძიმრებ ჩეხ ხალხს, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. პრაღაში ტერორისტული თავდასხმა, კიდევ ერთხელ გვახსენებს ტერორიზმის სისასტიკეს და რომ მთელი ცივილიზებული სამყარო, ვალდებულნი ვართ ვებრძოლოთ, ამ ბოროტებას ყველგან და ყოველთვის, გადამწყვეტი ზომებით. დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ტერორიზმი და ბოროტება უნდა დამარცხდეს",- წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს