ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება დიდ ზიანს მოგვიტანს - საუბარია ქვეყანაზე, რომლის ტერიტორიაზეც რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან

ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რადგან მის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს და იქ რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა HIRTV-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება (უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება) დიდ ზიანს მოგვიტანს. მზად არ ვართ. არ ვიცით ამჟამინდელი რიცხვითი მაჩვენებლები. საუბარია ქვეყანაზე, რომლის ტერიტორიაზეც რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან. მათაც მივიღებთ? რა ტერიტორიაზეა საუბარი, მოსახლეობის რა რაოდენობაზე“, - აღნიშნა ორბანმა.

მისივე თქმით, 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგი იყო, მაგრამ დანარჩენი 26 ქვეყნის ლიდერები ვერ დაარწმუნა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში