ელექტრომობილების პირველი ოფიციალური მულტიბრენდული შოურუმი - E-Motors Georgia - გაიხსნა

21 დეკემბერს, ბელიაშვილის N49-ში, საქართველოში პირველი - ელექტრომობილების ოფიციალური მულტიბრენდული შოურუმი, E-Motors Georgia, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

E-Motors Georgia ჩინური ავტომწარმოებელი ბრენდების ექსკლუზიური პარტნიორია და თავის სივრცეში IM Motors-ის, Jetour-ის, Dayun-ის, Forthing-ის და Chery-ს მოდელებს აერთიანებს. კომპანია იმპორტს პირდაპირ ჩინური ავტომწარმოებლების ქარხნებიდან ახორციელებს, ამ ბიზნესმოდელიდან გამომდინარე კი, შოურუმში წარმოდგენილ უახლეს მოდელებზე ფასებიც საკმაოდ ლიბერალურია.

“ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ბრენდების ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელის სტატუსით - პირველად საქართველოში ინოვაციური ელექტრომობილებისა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება შეგვიძლია ავტომფლობელებისათვის. ელექტრომობილები ფართო არჩევანის წარმოდგენით, ჩვენი ხელშესახები წვლილი გვინდა შევიტანოთ უფრო მწვანე მომავლის და ქვეყნის ეკონომიკის შენებაში”, - აღნიშნა გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას E-Motors Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა, ირინა დარჩიამ.

გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მაღალი კლასისა და ფუტურისტული დიზაინის მქონე SUV ტიპის ელექტრომობილის, IM LS7-ის შესაძლებლობები გააცნეს. ამ ელექტრომობილის მაჩვენებლები იმდენად შთამბეჭდავია, რომ ხშირად Tesla-ს პირდაპირ კონკურენტადაც განიხილავენ. IM Motors-ის მოდელები რამდენიმე მეგაკორპორაციის კოლაბორაციით იქმნება: ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის - SAIC-ის, ტექ. კომპანია Zhangjiang Hi-Tech-ისა და იქომერს კომპანია Alibaba Group-ის საერთო ძალისხმევით. უშუალოდ IM LS7 მოდელი ჩინურ ბაზარზე იმდენად პოპულარულია, რომ 2022 წლის 20 დეკემბერს, მოდელის პირველადი წარდგენიდან 1 საათში, IM Motors-მა 3000 წინასწარი შეკვეთა მიიღო. ელექტრომობილში კომპანიის ჭკვიანი მართვის სისტემაა ინტეგრირებული. სისტემა Nvidia-ს ჩიპსეტის, LIDAR სენსორების, 12 კამერის, ტალღების რადარების და 12 დამატებითი სენსორის დახმარებით იღებს ინფორმაციას. ელექტრომობილს ავტოპილოტის და ნახევრად მართვადი ავტოპილოტის რეჟიმები აქვს, ხელმისაწვდომია ავტომატური პარკირების რეჟიმიც. ტორპედოს თითქმის მთლიანად ფარავს მულტიფუნქციური ეკრანი, იქვეა დამატებითი 12.8-ინჩიანი ვერტიკალური ეკრანიც, სახურავი პანორამულია.

E-Motors Georgia-ში IM Motors-ის სედანის ტიპის პრემიალური ელექტრომობილის, IM L7-ის ხილვა და ტესტდრაივზე გამოცდააცაა შესაძლებელი. L7 ორმაგი ძრავითაა აღჭურვილი - რომელსაც 570 ცხენის ძალის (425 კილოვატი) სიმძლავრე აქვს; 96 კმ/სთ-მდე აჩქარების მიღწევა 4 წამშია შესაძლებელი; ერთი დატენვით კი, ელექტრომობილს 615 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. შოურუმში წარმოდგენილ გამორჩეულ მოდელებს შორისაა ასევე Chery eQ1 Pro და Forthing-ის EV სერიაც. თავისი მონაცემებით განსაკუთრებულია Forthing-ის ახალი SUV ტიპის მაღალტექნოლოგიური ელექტრომობილი SX5GEV - რომელსაც ერთი დატენვით 600 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, 10.25-დუიმიანი მულტიფუნქციური ეკრანით და 360-გრადუსიანი კამერებითაა აღჭურვილი და დამუხრუჭების და გაგრილების ჭკვიანი სისტემები აქვს ჩაშენებული.

E-Motors Georgia-ში წარმოდგენილი ელექტრომობილების ფასი 10 000$-იდან იწყება, მოიცავს შედარებით ბიუჯეტურ საფასო კატეგორიასაც და პრემიალურ სეგმენტსაც.

ღონისძიებაზე აგრეთვე გაჟღერდა, რომ უახლოეს მომავალში E-Motors Georgia ავტომფლობელებს ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურებასაც შესთავაზებს. After Sale მომსახურებას და ელექტრომობილის მოვლისათვის საჭირო ყველა სერვისს E-Motors Georgia-ს მომხმარებლები ჩინეთში გადამზადებული სპეციალისტებისაგან მიიღებენ.

E-Motors Georgia-ში გეგმავენ, ელექტრონული ტრანსპორტის შესახებ ეტაპობრივად გაზარდონ ცნობიერება - გაავრცელონ ინფორმაცია იმ სარგებელზე, რაც ელექტრომობილების მართვას ხანგრძლივ პერსპექტივაში მოაქვს.

(R)

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!