გიორგი პერტაიამ უგანდისა და გვინეის ელჩებთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ბიზნეს ფორუმების დაგეგმვის საკითხები განიხილა

სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია გვინეის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოუმარ კანდესა და უგანდის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, კიზიგე მოზეს კავაალუუკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ბიზნეს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა პალატებს შორის მემორანდუმის გაფორმებისა და ბიზნეს ფორუმების დაგეგმვის საკითხებზე.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას, გამოითქვა მზადყოფნა, მომავალ წელს ბიზნეს ფორუმების ორგანიზების, რათა წახალისდეს პირდაპირი კავშირების დამყარება მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა