მედია - ევგენი პრიგოჟინის მკვლელობის უკან ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი, ნიკოლაი პატრუშევი დგას

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა მოსკოვში ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა და ის რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა დაამტკიცა, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ ესაუბრა დასავლური და რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებს, ასევე კრემლის ყოფილ ოფიციალურ პირებს და მათი ინფორმაციით, პრიგოჟინის მკვლელობა ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა და გეგმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უძველესმა მოკავშირემ და ნდობით აღჭურვილმა პირმა, ნიკოლაი პატრუშევმა დაამტკიცა.

„რუსეთის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ აგვისტოს დასაწყისში, როდესაც მოსკოვის უმეტესი ნაწილი შვებულებაში იმყოფებოდა, პატრუშევმა თავის კაბინეტში თანაშემწეს უბრძანა, დაეწყო პრიგოჟინის ლიკვიდაციის ოპერაციის მომზადება. დასავლური სპეცსამსახურები ადასტურებენ, რომ გეგმა მოგვიანებით პუტინს გააცნეს, რომელმაც ის არ გააპროტესტა“, - წერს The Wall Street Journal-ი.

გამოცემის ცნობით, აფრიკაში მოგზაურობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, პრიგოჟინი მოსკოვის აეროპორტში იმყოფებოდა და იცდიდა, სანამ უსაფრთხოების ინსპექტორები თვითმფრინავის შემოწმებას დაასრულებდნენ. დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლების თქმით, სწორედ ამ დროს თვითმფრინავის ფრთის ქვეშ პატარა ბომბი დადეს.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში