ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე, ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთო

საახალწლოდ, ზუგდიდის ცენტრალური მოედანი, ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ილუმინაციებით მოირთო, ხოლო დადიანების სასახლის ეზო მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული ილუმინაციებითა და სხვადასხვა დეკორაციული სანათებით განათდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ამაღლებული და კარგი განწყობაა დღეს ჩვენს ქალაქში, დადებითი მოლოდინებით ვართ 2024 წლის მიმართ, უმნიშვნელოვანესი და უდიდესი მიღწევები ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს 2023 წელის განმავლობაში. ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო და ყველას გილოცავთ ამ შედეგს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ბევრს შევძლებთ და დავიმკვიდრებთ თავს ევროპულ ოჯახში, ეს იქნება თითოეული თქვენგანის დამსახურება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ადგილობრივმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალურმა, სამეჯლისო, სპორტულმა და თანამედროვე ცეკვების ანსამბლებმა, სახელოვნებო სკოლების გაერთიანების აკადემიურმა გუნდმა.

საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში