სამხედრო მოსამსახურეები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

პროექტის „ჩვენი ჯარი" წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები სტუდენტებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, „თავდაცვის ახალი კოდექსის“, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

„ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესი ჯარში მოხვედრისა და სამხედრო სამსახურის ფორმების მიმართ გამოხატეს. მათ ჯარისკაცებისგან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, აქტიური რეზერვის, სამხედრო განათლების მიღებისა და სამხედრო კარიერის გაგრძელების შესაძლებლობებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების უნივერსიტეტებსა და სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს