ბადრი ჯაფარიძე - ვდებთ პირობას, რომ „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ სწრაფად დავიწყებთ მოლაპარაკებებს და გავხდებით ევროკავშირის გაფართოების პირველივე ტალღის ნაწილი - ვიღებთ ამ ვალდებულებაზე სრულ პასუხისმგებლობას!

ჩვენ ვდებთ პირობას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ სწრაფად დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის გაფართოების პირველივე ტალღის ნაწილი. ჩვენ ვიღებთ ამ ვალდებულებაზე სრულ პასუხისმგებლობას!- ამის შესახებ „ლელო- საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის მეორე ყრილობაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ სწრაფად უნდა გადადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები, რადგან ეს ნიშნავს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, იდენტობისა რწმენის შენარჩუნებას.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ის ოცნება, რომელიც ჩვენს წინაპრებს აუხდენელ ოცნებად დარჩათ, რასაც შესწირეს ცხოვრება, სიცოცხლე და რის ოცნებაშიც გაატარეს წლები - ევროპულ ოჯახში დაბრუნება - ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს ოცნება ავასრულოთ. ხშირად გვესმის დღევანდელი მმართველი ძალისგან, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, ეს არის მხოლოდ არაფრისმომცემი სტატუსი, რომელსაც არ მოჰყვება არანაირი სიკეთე და ევროკავშირის მიმართ ჩვენ გვესმის „ქართული ოცნების“ სატელიტების მხრიდან სალანძღავი ეპითეტები იმისთვის, რომ როგორმე შეძლონ გაამართლონ თავიანთი ანტიევროპული, ანტიეროვნული პრორუსული პოლიტიკა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულება გვაქვს ჩვენი წინაპრების მიმართ, რომ ეს შევაჩეროთ. ჩვენი, „ლელოს“ ამოცანაა, რომ ქვეყანამ სწრაფად გადადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს უსაფრთხოებას, ეს ნიშნავს კეთილდღეობას, ჩვენი იდენტობის, რწმენის შენარჩუნებას, ეს არის ევროკავშირის წევრობა. ეს არის სწორედ ის სიკეთეები, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ. ის წარსული, რომელიც ნიშნავდა სწორედ იდენტობის გაქრობას, რომელიც ნიშნავდა ჩვენი წარსულის დავიწყებას, ეს ჩავაბარეთ წარსულს, ეს გავაკეთეთ, მაშინ, როდესაც ხელი მოვაწერეთ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს, უკან დაგვაბრუნოს იმ ჯურღმულში, რომელსაც თავი დავაღწიეთ. ჩვენ გვინდა ღირსეული ადგილი დავიკავოთ ევროპულ ოჯახში, ჩვენი განუმეორებელი ხასიათი, იდენტობა შევიტანოთ ევროპულ ოჯახში, სადაც ძალიან გაუფრთხილდებიან ამას. ჩვენ გვინდა გავხდეთ ასეთი ერთობის წევრი, სადაც ყველა თანაბარი და თან ყველა დამოუკიდებელი და განუმეორებელია. ასეთი ოჯახია ევროპული ოჯახი. ჩვენ ვიღებთ პირობას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, სწრაფად დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის გაფართოების პირველივე ტალღის ნაწილი! ჩვენ ვიღებთ ამ ვალდებულებაზე სრულ პასუხისმგებლობას!“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი