ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზაში დაღუპული პალესტინელების რიცხვი 20 424-მდე გაიზარდა

ღაზის სექტორში, კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 166 პალესტინელი დაიღუპა და 384 დაშავდა, - ამის შესახებ ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ცნობით, ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20 424-მდე გაიზარდა.

ამასთან, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაშავებულია 54 036 ადამიანი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა