Reuters - ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა, რეგიონული დაძაბულობის ფონზე, ახალი ფრთოსანი რაკეტები მიიღო

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ფრთოსანი რაკეტები მიიღო, რომლის მოქმედების დიაპაზონი 1000 კმ-ია და ასევე სადაზვერვო ვერტმფრენები, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„Talaeiyeh-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის მოქმედების დიაპაზონი 1000 კმ-ზე მეტია. ის არის ჭკვიანი რაკეტა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამიზნე მისიის შუალედში“, - განაცხადა ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა შაჰრამ ირანმა.

მისი თქმით, სადაზვერვო ვერტმფრენები, დრონები და საზღვაო ფრთოსანი რაკეტები იყო ახალ იარაღს შორის, რომელიც საზღვაო ფლოტის არსენალს დაემატა და რომ მთელი ეს აღჭურვილობა შექმნილია და წარმოებულია ირანის სამხედრო ინდუსტრიის მიერ.

ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ფრთოსანი რაკეტები, სადაზვერვო ვერტმფრენები და დრონები რეგიონში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო. შეერთებულმა შტატებმა, რამდენიმე დღის წინ ირანი ინდოეთის ოკეანეში ქიმიურ ტანკერზე დრონით თავდასხმაში დაადანაშაულა. ირანმა ბრალდება უარყო.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი