მარია ზახაროვა სერბეთის საპროტესტო აქციებზე - კოლექტიური დასავლეთი „მაიდანის გადატრიალების“ ტექნიკის გამოყენებით ქვეყანაში ვითარების შერყევას ცდილობს

ბელგრადში მომხდარი არეულობის უკან კოლექტიური დასავლეთი დგას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„აშკარაა კოლექტიური დასავლეთის მცდელობები, შეარყიოს ვითარება ქვეყანაში „მაიდანის გადატრიალების“ ტექნიკის გამოყენებით“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, არსებულ სიტუაციაზე ერთადერთი შესაძლო რეაქცია არის კონსტიტუციის მკაცრი დაცვა და სერბი ხალხის არჩევანის პატივისცემა, რომელმაც ხმა მისცა ეროვნულ ინტერესებს.

შეგახსენებთ, სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და კენჭისყრის ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ბელგრადში მომიტინგეებმა, ოპოზიციური პარტიის - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ - მხარდამჭერებმა, მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. სამართალდამცავებმა მათ შესაჩერებლად ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა