გურამ მაჭარაშვილი - ბიძინა ივანიშვილს უფლება აქვს მივიდეს კონკრეტულ ღონისძიებაზე და ის, რომ შიშს გვრის ოპოზიციას, ხომ არ ბრუნდება პოლიტიკაში, არის ძალიან კარგი

ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუშაობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის სიამოვნება, მითუმეტეს, როდესაც ის იყო პოლიტიკაში, მაგრამ თქვა და გადაწყვიტა, რომ აღარ სურდა პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, მისთვის უცნობია ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ადამიანს, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ამხელა ამაგი აქვს ქვეყნის წინაშე, უფლება აქვს მივიდეს რომელიღაც ღონისძიებაზე და ის, რომ შიშს გვრის ოპოზიციას და ოპოზიციურ განწყობილ ტელეარხებს, ხომ არ ბრუნდება, არის ძალიან კარგი, რადგან როგორც პოლიტიკაში ყოფნის დროს, ისე არ ყოფნის დროსაც ბიძინა ივანიშვილი თავის პოზიტიურ ფუნქციას ასრულებს. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუშაობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის სიამოვნება, მითუმეტეს, როდესაც ის იყო პოლიტიკაში, მაგრამ თქვა და გადაწყვიტა, რომ აღარ სურდა პოლიტიკაში, რადგან გუნდი იყო ჩამოყალიბებული და ხედავთ, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის გუნდი და ზოგადად ხელისუფლება კარგად ვართმევთ თავს ქვეყნის მართვას - ეს არის მოცემულობა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ჩვენ არ გვეცოდინება, მაგრამ ამ ეტაპზე მისი ნათქვამიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით, რომ გუნდი მუშაობს წარმატებით და მისი გადაწყვეტილება იყო მისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა