კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“, რომელიც ტექნიკის ბაზარზე ლიდერი სავაჭრო ქსელია, მუდმივად ცდილობს მომხმარებელს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებასთან ერთად, განსაკუთრებული ყიდვის შემდგომი მომსახურებაც შესთავაზოს. „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიაში 200-მდე ბრენდის ტექნიკაა წარმოდგენილი და მათგან 20-ზე მეტის ბრენდის ავტორიზებულ სერვის ცენტრს კომპანია „ელიტ სერვისი“ წარმოადგენს.
21 დეკემბერს, „ელიტ ელექტრონიქსის“ ქავთარაძის ფილიალში „ელიტ სერვისთან“ ერთად, „სამსუნგის“ უმაღლესი სტანდარტების მქონე სერვის ცენტრი Samsung Plaza გაიხსნა.
Samsung Plaza არის ოფიციალურ სერვის ცენტრი, სადაც ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებას და გადამზადებას სამსუნგის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
Samsung Plaza მომსახურების გამარტივებულ პროცედურას გთავაზობთ. ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც გააჩნია სამსუნგის სმარტფონები და აქსესუარები ოფიციალური ჰოლოგრამით და მასზე რაიმე ტიპის ხარვეზი შეექმნება, პლაზაში მომუშავე ინჟინრები მის დიაგნოსტიკასა და შეკეთებას უმოკლეს ვადებში მოახდენენ.
პლაზა მომხმარებელს მოემსახურება სმარტფონების, პლანშეტების, საათებისა და ბადსების მიმართულებით. საშუალოდ ტექნიკის პრობლემების 85%-ს პლაზა 24 საათამდე ვადაში მოაგვარებს; შესაბამისად მომხმარებელს აღარ მოუწევს რამოდენიმე დღიანი ლოდინი სმარტფონის საგარანტიო თუ არასაგარანტიო მომსახურებით შეკეთებისას.
დაზიანებული ნივთის გახსნა, დიაგნოსტიკა და ხარვეზის დადგენა მოხდება მომხმარებლის თვალწინ და მის შეკეთებამდე, მომხმარებელი თავიდან ბოლომდე ინფორმირებული იქნება დაზიანების დეტალებზე.
შეგახსენებთ, ელიტ ელექტრონიქსი უკვე მრავალი წელია, რაც სამსუნგის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რის გამოც ელიტ ელექტრონიქსში შეგიძლიათ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები და აქსესუარები ოფიციალური ჰოლოფრამით.
ჰოლოგრამიანი ტექნიკა ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის და მათ გააჩნია სამსუნგის გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება.
(R)